რუსთაველი მოჭიდავე საქართველოს ჩემპიონი გახდა

2022-05-31 19:44:58

რუსთაველი სპორტსმენი, გუჯა ბარბაქაძე ქართულ ჭიდაობაში საქართველოს ჩემპიონი გახდა.

ჩემპიონატი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში გაიმართა, სადაც ბარბაქაძემ 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა.

რუსთაველმა სპორტსმენმა 5 შეხვედრა ჩაატარა და 5-ვე სუფთა გდებით მოიგო. ფინალურ ეტაპზე მან ახმეტელ ნიკა ჭიკაიძეს სძლია.

გუჯა ბარბაქაძე ორო მედლითა და ფულადი პრიზით დაჯილდოვდა.