რამდენი პირი დაჯარიმდა უბილეთოდ მგზავრობისთვის რუსთავში

2022-05-31 13:35:29

რუსთავის "მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმომ" ქალაქში ახალი ავტობუსების შემოყვანიდან დღემდე უბილეთოდ მგზავრობისთვის 3 ელექტორნული საჯარიმო ქვითარი გამოწერა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" ინფორმაცია "მუნიციპალური ავტოტრანსპორტის საწარმოდან" მიაწოდეს.

ხელმძღვანელის, ჯურხა ბენდელიანის განცხადებით, უბილეთოდ მგზავრობისთვის პირები საკრებულოს დადგენილებასა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, 20 ლარით ჯარიმდებიან.

უბილეთოდ მგზავრობა ნებადართულია 5 წლამდე ბავშვებისთვის.

შეგახსენებთ, რუსთავში ახალმა მუნიციპალურმა ტრანსპორტმა 2021 წლის 8 თებერვლიდან დაიწყო მოძრაობა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები