ახალი საგზაო ნიშნულები რუსთავში.
მესხიშვილის ქუჩაზე უწყვეტი ღერძულა ზოლის დახაზვა მძღოლების ნაწილს არ მოეწონა.
მესხიშვილის ქუჩის გასასვლელებსა და ლესელიძის ქუჩის მცხოვრებლების ნაწილი აცხადებს რომ მათ გაცილებით დიდი გზის გავლა უწევთ რომ სახლში და სახლიდან სამსახურში წავიდნენ ვიდრე აქამდე იყო.
შეგახსენებთ რომ რუსთავის მერიის ააიპ-იმ, "რუსთავსერვის ცენტრმა" გზების დახაზვა და ბოძკინტების მონტაჟი რამდენიმე კვირის წინ დაიწყო და სამუშაოებს პერიოდულად სხვადასხვა ქუჩაზე ახორციელებენ.