ლაშა გურული ევროპის ვიცე-ჩემპიონია

2022-05-30 20:45:25

რუსთაველი მოკრივე ლაშა გურულმა ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა და ვიცე ჩემპიონი გახდა.

67 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე გურული ფინალურ შეხვედრაში სერბ მეტოქესთან ვახიდ აბასოვათან დამარცხდა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც ერევანში იმართება, უკვე სამი მედალის მოპოვება შეძლეს, მათ შორის ორი ოქროა.