რუსთავში, "ახალგაზრდობის პარკში" პირველი ქუჩის ბაზარია მოწყობილი, რომელიც ხვალ, 29 მაისსაც გაგრძელდება.
პროდუქცია რეკრეაციულ სივრცეში განლაგებულ 30 პავილიონშია გამოფენილი.
გამოფენა-გაყიდვის მთავარი მიზანი მცირე მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობაა.
"ახალგზრდობის პარკში" გამოტანილი ქართული წარმოების პროდუქცია დაათვალიერა რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.
"მცირე და საშუალო მეწარმეების მხრიდან იყო შემოთავაზება და თხოვნა მუნიციპალიტეტის მიმართ, რომ მათთვის გარკვეული სივრცე მოგვენახა, სადაც შეძლებდნენ ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას. მიხარია, რომ ახალგაზრდული დეპარტამენტის ინიცირებით და მათი მხარდაჭერით, დღეს ამ ადამიანებს აქვთ ძალიან კარგი შესაძლებლობა, რომ რუსთაველებს გააცნონ ის ნივთები, რომლებსაც ძალიან დიდი სიყვარულით ქმნიან", - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.
პროექტი, რუსთავის მერიის მხარდაჭერით და ქართველ მეწარმეთა გაერთიანების ''STALL'' ორგანიზებით ხორციელდება.
რუსთავის პირველი ქუჩის ბაზრის მონაწილეთა შერჩევა ონლაინ რეგისტრაციით მოხდა