რუსთავში საქართველოს დროშები მოიპარეს

2022-05-27 19:30:00

რუსთავში ცენტრალურ ხიდზე გამოფენილი საქართველოს დროშები მოიპარეს.

როგორც "ინფო რუსთავისთვის" გახდა ცნობილი, წაღებულია რამდენიმე დროშა.

აღნიშნულის შესახებ სოციალურ ქსელში რუსთაველი სამოქალაქო აქტივისტი წერს. პოსტში ნათქვამია, რომ აქტივისტმა ერთ-ერთი დროშის ჩამოხსნის ფაქტი საკუთარი თვალით დაინახა, რომელიც ახალგაზრდა ბიჭებმა მოიპარეს.

შეგახსენებთ, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ხიდზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშები იყო გამოფენილი.