დაჭრილია 2 ადამიანი

2022-05-27 17:52:57

სისხლიანი გარჩევა თბილისში - ქალაქის ცენტრში, არაყიშვილის ქუჩაზე. ცეცხლი "მერსედესის" მარკის ავტომობილს გაუხსნეს. დაჭრილია ორი ადამიანი.

გავრცელებული ინფორმაციით, გასროლა "მერსედესის" მიმართულებით მაშინ მოხდა, როცა ავტომობილი შქნიშანთან გაჩერდა.

ადგილობრივებმა 10-ზე მეტი გასროლის ხმა გაიგეს.