ჰაერის ტემპერატურა რამდენიმე გრადუსით მოიმატებს

2022-05-27 13:20:53

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6 ივნისამდე საქართველოს ცალკეულ  რაიონში, ძირითადად ღამისა და საღამოს საათებში, მაღალი ტემპერატურის ფონზე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი.  28-29 მაისს ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +26, +31 გრადუსი იქნება, ხოლო  30  მაისს  +30,  +35 გ რადუსამდე მოიმატებს.

31 მაისიდან 3 ივნისამდე დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელი ხანმოკლე  წვიმების გამო ტემპერატურა  4-6  გრადუსით დაიკლებს, 3 ივნისიდან კი ისევ  გამოიდარებს და დაცხება. აღმოსავლეთ საქართველოში მომავალი კვირის განმავლობაში შენარჩუნებული იქნება მაღალი ტემპერატურული ფონი.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 28 მაისი + 27°C, 29 მაისი + 29°C, 30 მაისი + 31°C, 31 მაისი + 32°C.