რუსთაველი მოკრივეების პირველი წარმატება ევროპის ჩემპიონატზე

2022-05-27 12:15:39

ერევანში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე უფროსი ასაკის მოკრივეთა შორის რუსთაველმა სპორტსმენებმა პირველი ორთაბრძოლები წარმატებით დაასრულეს.

ორთაბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა საქართველოს კრივის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა, ლაშა გურულმა, რომელიც 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობს. მან ბრძოლაში უნგრელი მოკრივის დამარცხება შეძლო.

ასევე გამარჯვებით დაასრულა პირველი ასპარეზობა რუსთაველმა ნიკოლოზ ბეგაძემ, რომელმაც 92 კილოგრამ წონით კატეგორიაში იტალიელ მოკრივეს სძლია.

მომდევნო ორთაბრძოლები დღეს, 27 მაისს, დღის მეორე ნახევარში შედგება.

ევროპის ჩემპიონატი ერევანში 23 მაისს დაიწყო, 30 მაისს კი ფინალური შეხვედრები გაიმართება.