რუსთავის ბაგა-ბაღებში მისაღები აღსაზრდელი ბავშვების ასაკი შეიცვალა.
მშობლები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში იმ ბავშვების დარეგისტრირებასაც შეძლებენ, რომლებსაც 2 წელი 1 ოქტომბრამდე შეუსრულდებათ.
აღნიშნული ცვლილება განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანების შემდეგ განხორციელდა, რომელიც პირველ კლასელ მოსწავლეებთან დაკავშირებით იყო მიღებული.