რუსთავში სამოქალაქო მოძრაობა "გავიგუდეთ-ს" ორგანიზებით 5 ივნის ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მერიის წინ, საპროტესტო აქცია სახელწოდებით "ბოლო შანსი" გაიმართება.
აქციაზე 5 მთავარი მოთხოვნა გაჟღერდება.
ცნობისთვის, 2021 წლის 2 მარტს პარლამენტმა "გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ" კანონი მიიღო, რომელიც ამავე წლის 1 ივნისიდან ამოქმედდა.
კანონი საწარმოებს მავნე ნივთიერებების ორგანიზებული გაფრქვევისას დაბინძურების სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრას ავალდებულობს, თუმცა "ინფო რუსთავისთვის" გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად აღნიშნული თვითმონიტორინგის სისტემა რუსთავში მხოლოდ 1 საწარმოს აქვს. ქალაქში არსებული 24 საწარმოდან კი ზოგს ფილტრებიც კი არ აქვს.