26 მაისის აღსანიშნავად, რუსთავში, კოსტავას გამზირსა და ქალაქის ცენტრალურ მოედანზე მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება:
მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, ისტორიული გამოფენები, ქართული-ხალხური ტრადიციების კუთხეები სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები, გამოფენა-გაყიდვები, 17 საათისა და 10 წუთის საზეიმო აღნიშვნა, კონცერტზე დღის განმავლობაში ადგილობრივ შემსრულებლებთან ერთად ანსამბლები „რუსთავი“ და „თუთარჩელა“ რუსთაველებს დამოუკიდებლობის დღეს მიულოცავენ.
საღამოს დასკვნით კონცერტზე იმღერებენ ჯგუფები: "რეგიონი" და "killages".
ერთად აღვნიშნოთ საქართველოს დამოუკიდებლობა.
ინფორმაცია რუსთავის მერია ავრცელებს.