რუსთავის 10 საჯარო სკოლაში სახურავების რეაბილიტაცია იგეგმება.
სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის გამოსავლენად საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ ტენდერი უკვე გამოაცხადა.
სახურავების რეაბილიტაციას სააგენტო გეგმავს: №3, №5, №9, №11, №12, №13, №14, №20, №23, №24 სკოლებში.
აღნიშნული სამუშაოებისთვის 553 602 ლარია გამოყოფილი.