რუსთავში, ცენტრალურ ხიდზე, "ბოლო ზარში" მონაწილე ავტომობილი ავარიაში მოხვდა.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "მიცუბიშისა" და "ტოიოტას" მარკის მსუბუქი ავტომობილები შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟი.