საავტომობილო გვირაბში ორი ადამიანი დაიწვა

2021-05-20 12:52:55

ჩაქვი-ბათუმის დამაკავშირებელ გვირაბში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიწვა. ადგილობრივების ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილი მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე მისულ ბრიგადას, უკვე ორი ცხედარი დახვდა. ამასთან, მომხდარის შედეგად კიდევ ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

წყარო-აჭარა.News