ავტომობილში 2 მამაკაცი დაიწვა

2022-05-20 11:09:08

ჩაქვში ავტოსაგზაო შემთხვევას 2 მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. ერთმანეთს ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მსუბუქ ავტომობილში მყოფი პირები დაიღუპნენ.

არსებული ინფორმაციით, შეჯახების შემდეგ მანქანებს ცეცხლი მოედო.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმებს დაღუპულის ცხედრები უკვე დამწვარი დახვდათ. ავარიის მონაწილე კიდევ ერთ პირს კი, სამედიცინო დახმარება არ დასჭირდა.

ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია.

როგორც "ინფო რუსთავს" შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით დაიწყო.