რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2022-05-19 00:34:59

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 19 მაისს 13:00 საათიდან 18:00 საათამდე აბონენტებს რუსთავში ფალიაშვილის, მეგობრობის, ახმეტელის, ვახუშტის, ნოზაძის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.