ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნეს.
ბრალდებულს სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა 3 წლისა და 6 თვის ვადით განესაზღვრა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით ნიკა გვარამია დაუყონებლივ დაკავებულ იქნა სასამართლო დარბაზში.
"მთავარი არხის" გენერალურ დირექტორს თბილისის საქალაქო სასამართლოში მხარდამჭერები, პოლიტიკოსები, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დახვდნენ.