ავარია მსხვერპლით დასრულდა

2022-05-15 13:22:55

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნაბეღლავთან ავტოსაგზაო შემთხვევას მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილი ნაბეღლავის გზაზე გაადაადგილდებოდა, რა დროსაც მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა მდინარეში გადავარდა.

52 წლის მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა.