უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა

2022-05-15 12:26:16

უკრაინაში, ორი ქვეყნის თავისუფლებისთვის ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი გმირი შეეწირა - 38 წლის რატი შურღაია ქალაქ იზიუმთან შეტაკების დროს დაიღუპა.

რუსი ოკუპანტების მიერ კასეტური ბომბების ჩამოგდების შედეგად მან თავისა და გულ-მკერდის არეში მძიმე ჭრილობები მიიღო.

რატი შურღაიას ის ომის დაწყების პირველივე დღიდან წინა ხაზზე იბრძოდა. ოჯახის წევრებს უკრაინულმა მხარემ მომხდარის შესახებ უკვე აცნობა.

უკრაინაში, რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ასობით ქართველი იბრძვის. ოკუპანტების თავდასხმებს უკვე 10-ზე მეტი მათგანი შეეწირა.