ქვემო ქართლში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

2022-05-14 21:35:07

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

ცენტრის ცნობით, 4.5 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა დღეს, თბილისის დროით21:14 საათზე დაფიქსირდა.

მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.