რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2022-05-12 00:44:17

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 12 მაისს 10:00-დან 14:00 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში: დავით გარეჯის, მშვიდობის, ჯავახიშვილის, სააკაძის, გაგარინის, მაზნიაშვილის, ქაშაკაშვილის, ტურგენევის, მშენებელთა ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.