რუსთავში არსებულ დიდ პარკებსა და სკვერებში ვიდეოსათვალთვალო კამერები და დამონტაჟდება.
ამ ეტაპზე, ვიდეოკამერების მონტაჟი მიმდინარეობს: რუსთავის ცენტრალურ პარკში, ე.წ. ჩიკაგოს სკვერში; გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერში, ახალგაზრდობის პარკში.
ქალაქის მასშტაბით სხვადასხვა ლოკაციაზე, სულ 60 ვიდეოკამერა განთავსდება.
აღნიშნული ვიდეოკამერების შესაძენად მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 75 000 ლარამდე დაიხარჯა.