ახალი ვალდებულებები სკოლებისა და ბაღებისთვის

2022-05-10 13:15:45

სკოლებს, ბაღებს, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებს ახალი ვალდებულებები აქვს. საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულები არიან, სახელმწიფო დროშა და ჰიმნის ტექსტი შენობის თვალსაჩინო ადგილას განათავსონ.

"საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების" წესში აღნიშნული ცვლილებები უკვე ძალაშია.