"ცხოველების მიერ დაკბენის ფაქტები თითქმის 2-ჯერ გაიზარდა"

2022-05-10 12:32:42

აპრილში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 272 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც პაციენტთა აცრა მოხდა.

აცრილთა შორის თითქმის ნახევარი, 131,  არასრულწლოვანი, 15 წლამდე პირია.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, მოხეტიალე უპატრონო ცხოველის მიერ დაკბენის 24 შემთხვევა დაფიქსირდა.

ჯანგულაშვილის თქმით: "ცხოველების მიერ დაკბენის ფაქტები თითქმის 2-ჯერ გაიზარდა ".

დაკბენების უმრავლესობა, 248 შემთხვევა, მოშინაურებული ცხოველების მხრიდანაა.

ჯანგულაშვილის ცნობით, დაკბენებ შორის 137 ძაღლის ნაკბენია და 44 კატის. ასევე ფიქსირდება 2 კურდღლის ნაკბენი, 4 ზაზუნის და სხვა.

მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, დაკბენის შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.