რუსთაველ სპორტსმენებს ქიმიკოსთთა სპორტკომპლექსში მასტერკლასი ჩაუტარდათ.
რუსთავის სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრის და ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით თავისუფალი ჭიდაობის ნაკრების წევრები სპორტსმენ-მოსწავლეებმა ჭიდაობის სხვადასხვა ელემენტები და ტექნიკა შეისწავლეს.
მასტერკლასებში მონაწილეობა მიიღეს ფედერაციის პრეზიდენტმა, თამაზ გეგეშიძემ, ფედერაციის გენერალური მდივანი თამაზ გომელაურმა, ასევე ნაკრების მწვრთნელებმა: გიორგი იანტბელიძემ, დავით ოდიშვილმა, თემურ მინდიაშვილმა და ნაკრების წევრებმა: ზურაბ იაკობიშვილმა, სოლომონ მანაშვილმა, სანდრო ამინაშვილმა, ელიზბარ ოდიკაძემ, გენო პეტრიაშვილმა, საბა ჩიხრაძემ.
მასტერკლასის დასრულების შემდეგ მოწვეულ სტუმრებს სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა.