ოჯახის წევრები ქალს ეძებენ [photo]

2022-05-08 18:42:22

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში 47 წლის ირმა სადაღაშვილს ეძებენ.

როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" გაუჩინარებული ქალის ძმამ იოსებ სადაღაშვილმა განუცხადა, ქალი სახლიდან 3 მაის გამთენიისას გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

ძმის განცხადებით, ირმა სადაღაშვილს გაუჩინარების დღეს შავი შარვალი, თეთრი ზედა და შავი მოსასხამი ეცვა.

თუ ფლობთ გაუჩინარებულ ქალთან დაკავშირებით რაიმე ინფორმაციას დაუკავშირდით ოჯახის წევრებს ნომერზე - 577190946