ახალგაზრდა კაცი მოკლეს

2022-05-05 21:48:52

ასპინძაში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. არსებული ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი შეიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელის განმარტებით, 35 წლამდე კაცს ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

"ჩვენთან გვამი შემოიყვანეს. რა მოხდა არ ვიცი. ყელზე აქვს დიდი ჭრილობა. რამდენადაც ვიცი გამვლელმა პირებმა მოიყვანეს. არ ვიცით ვინაობა", - ამბობს კლინიკის ხელმძღვანელი მანანა ცინაძე.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, სასიკვდილო ჭრილობა კაცს თანასოფლელმა მიაყენა. ორივე მათგანი სოფელ ტოლოშის მკვიდრია.

ადგილობრივების თქმით, ბრალდებული პოლიციას თავად ჩაბარდა.