რუსთავის მერიამ 5 ავტომობილი შეიძინა, რომელშიც 182 000 ლარი გადაიხადა. აღნიშნულ ინფორმაციას მმართველობის მონიტორინგის ცენტრი ავრცელებს.
როგორც ირკვევა, რუსთავის მერიამ "Renault Sandero"-ს მარკის 5 ავტომობილი "ფრანს ავტოსგან" ადგილობრივი ბიუჯეტით იყიდა.
თემასთან დაკავშირებით "ინფო რუსთავი" კომენტარისთვის რუსთავის მერიას დაუკავშირდა. მერიაში განგვიცხადეს, რომ ავტომობილები მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ფუნქციონირებისთვის შეისყიდეს.
ინფორმაციისთვის, ზედამხედველობის სამსახურის რებრენდიგი და მის ბაზაზე მუნიციპალური ინსპექციის სამსახურის ჩამოყალიბება ნინო ლაცაბიძემ დეკემბრის თვეში დაანანონსა.
გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, ქვეყნის 37 მუნიციპალიტეტში, ბოლო 3 თვეში, 145 ავტომობილი შეიძინეს და 7 300 000 ლარი დახარჯეს.
შეძენილი ავტომობილების სიმრავლით 37 მუნიციპალიტეტში შემდეგი მუნიციპალიტეტები ლიდერობს:
თბილისი - 58 მანქანა, 1,860,400 ლარი;
ქუთაისი - 8 მანქანა, 372,00;
დმანისი - 5 მანქანა, 318 615;
თელავი- 5 მანქანა, 267 000;
ბორჯომი- 5 მანქანა, 380 805;
ახალციხე- 5 მანქანა, 195 805;
რუსთავი - 5 მანქანა, 182 000.