2022-04-25 00:55:50
    
		
		
			რუსთავში, მე-11 მიკრორაიონში ხანძარი იყო. 
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ცეცხლი მე-7 სართულზე ერთ-ერთ ბინაში გაჩნდა. 
ხანძრის გაჩენის დროს სახლში არავინ იმყოფებოდა და ცეცხლი მეზობლებმა შენიშნეს, რის შესახებაც 112-ს აცნობეს.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო, სამართალდამცავთა და სასწრაფო-სამედიცინო სამსახურების ეკიპაჟები. 
ძლიერი დაკვამლიანების გამო, კორპუსისთვის ელექტრო ენერგიის გათიშვა მოხდა.
ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი, თუმცა მეზობლების ვარაუდით, ხანძარი ელექტრო სადენებმა გამოიწვია. შემთხვევის დროს არავინ დაშავდა.