ყვარლის მუნიციპალიტეტის, სოფელ შილდასთან ავტოსაგზაო შემთხვევას 25 წლის ქალი ემსხვერპლა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა, რომელშიც ცოლ-ქმარი მცირეწლოვან შვილთან ერთად იჯდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ელექტრო ბოძს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ახალგაზრდა ქალი გარდაიცვალა, დაზიანებები მიიღეს მცირეწლოვანმა და ახალგაზრდა კაცმა.