უკრაინაში დაღუპული რუსთაველი სამხედრო მშობლიურ ქალაქში გადმოასვენეს

2022-04-24 12:12:22

უკრაინაში საომარი მოქმედებებისას დაღუპული რუსთაველი სამხედრო, ზაზა ბიწაძე მშობლიურ ქალაქში გადმოასვენეს.

ბიწაძე 16 აპრილს რუს ოკუპანტებთან ბრძოლას მაშინ ემსხვერპლა, როდესაც დაჭრილი თანამებრძოლების ცხელი წერტილიდან გამოყვანას ცდილობდა.

ბიწაძის ცხედარი ვარშავა-თბილისის სპეციალური რეისით გამთენიისას ჩამოასვენეს. თავდაპირველად ის პროზექტურაში, შემდეგ კი რუსთავში, საცხოვრებელ სახლში შარტავას N17-ში გადაასვენეს.

დაღუპულ რუსთაველ მებრძოლს სამშაბათს სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ცნობისთვის ზაზა ბიწაძე უკვე მეორე რუსთაველია, რომელიც უკრაინაში რუსულ აგრესიას ემსხვერპლა. 9 აპრილს რუსებმა რუსთაველი დავით მენაბდიშვილიც მოკლეს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები