რუსთავის ერთ-ერთ სკოლაში არასრუწლოვნების მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით პედაგოგი დააკავეს.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით, ხუთამდე მოსწავლე აცხადებს, რომ მასწავლებელი მათ ხელით, ფიზიკურად სხვადასხვა ადგილზე ეხებოდა.
მომხდარის შესახებ ინფორმირებულია სკოლის ხელმძღვანელობაც. პედაგოგების ნაწილის თქმით, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია და მათთვის წარმოუდგენელია ის, რასაც მოსწავლეები აცხადებენ.
ბრალს უარყოფს დაკავებულიც. მოსამართლემ მასწავლებელს აღმკვეთი ღონისძიების სახით, 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეუფარდა.
გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ თემა არის მგრძნობიარე, საქმე ეხება არასრულწლოვნებს, ეთიკისა და უდანაშაულობის პრეზუმციიდან გამომდინარე მეტ დეტალს არ ვაჟღერებთ.