"პირუტყვები გადმოდიან სასაფლაოზე"

2022-04-26 10:42:20

"პირუტყვები გადმოდიან სასაფლაოებზე, ძირითადად ძროხები. ეს ბუშმალა მოწამლულია, მაგრამ მაინც მოდის და ჭამს. ამიტომ მაქვს შემოღობილი. სავსეა ეს ტერიტორია ხან ძროხაა და ხან ძაღლი",- ამის შესახებ "ინფო რუსთავს" მუნიციპალურ სასაფლაოზე ერთ-ერთმა რუსთაველმა განუცხადა, რომელიც ოჯახის წევრის საფლავს აწესრიგებდა.

მისი თქმით, სასაფლაოს ტერიტორიაზე ოთხფეხა ცხოველები დიდი პრობლემაა. ძირითადად საუბარია მსხვილ რქოსან საქონელზე, რომლებიც სასაფლაოზე არსებულ მწვანე ნარგავებს თელავენ და ანადგურებენ.

საკითხთან დაკავშირებით სარიტუალო მომსახურე შპს "გემას" დირექტორს, მამუკა თევდორაშვილს ვესაუბრეთ. მისი თქმით, "ცხოველთა მონიტორინგის" სამსახურთან ერთად ებრძვიან აღნიშნულ პრობლემას და ხდება ჯარიმის გამოწერები.

"ურთიერთ მოლაპარაკება გვაქვს ცხოველთა მონიტორინგის სამსახურთან და ერთობლივად ვებრძვით, წერენ ჯარიმებს. რაც სისტემატიურად დავიწყეთ მუშაობა და ჯარიმების წერა იმდენად აღარ ხდება",- განაცხადა თევდორაშვილმა.

რუსთაველების ნაწილი ასევე საუბრობს სასაფლაოს ტერიტორიაზე მოუწესრიგებელ საგზაო ინფრასტრუქტურასა და ელექტროენერგიის არ არსებობაზე. მათი თქმით, უამინდობის დროს საფლავებზე მისვლა თითქმის შეუძლებელია.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები