ტაქსის მძღოლების საქველმოქმედო აქცია რუსთავში [photo]

2022-04-21 13:50:42

რუსთავში ტაქსის მძღოლებმა საქველმოქმედო აქცია გამართეს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრს საჩუქრები გადასცეს.

ტაქსის კომპანია "28-88-88"-ის მძღოლებმა ცენტრის ბენეფიციარებისთვი საკვები პროდუქტები და განსავითარებელი სათამაშოები ეიინეს.

"გადავწყვიტეთ სააღდგომოდ მოგვეწყო საქველმოქმედო აქცია. დავეხმარეთ პატარებს პროდუქტებით და განსავითარებელი სათამაშოებით. ჩვენ ასეთი აქცია გვქონდა, თითოეული მგზავრის მიერ გადახდილი თანხის 1% სიმბოლურად მოხმარდა ამ ბავშვებს. ეს აქციები მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა ბექა ნოზაძემ.

საქველმოქმედო აქციაში 25 მძღოლი იყო ჩართული.