მარტში რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ქალაქის ადმინისტრაციული საზღვრებიდან და მის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან ცხოველების მიერ ადამიანების დაკბენა-დაკაწვრა-დადორბვლის 187 შემთხვევა დაფიქსირდა, რის გამოც პაციენტთა აცრა მოხდა. 48 აცრილი 15 წლამდე პირია.
როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს ანტირაბიული განყოფილების ექიმმა ირაკლი ჯანგულაშვილმა განუცხადა, მოხეტიალე უპატრონო ცხოველის მიერ დაკბენის 14 შემთხვევა დაფიქსირდა. მათგან 9 არის ძაღლის ნაკბენი, 3 კატის, 1 თაგვის, ერთიც გარეული ცხოველის.
დაკბენების უმრავლესობა მოშინაურებული ცხოველების მხრიდანაა. ჯანგულაშვილის ცნობით, შემთხვევებს შორის 133 შინაური ძაღლის ნაკბენია და 35 კი შინაური კატის.
მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, დაკბენის შემთხვევაში მიმართონ სამედიცინო დაწესებულებებს და ჩაიტარონ ანტირაბიული მკურნალობა.