რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, მეზობელმა მეზობელს უჩივლა.
როგორც "ინფო რუსთავმა" გაარკვია, ქალაქის მერიაში შეტყობინება შევიდა იმასთან დაკავშირებით, რომ საცხოვრებელ სახლში მუსიკას მაღალ ხმაზე უსმენდნენ, რის გამოც, მაიაკოვსკის ქუჩაზე მუნიციპალური სამსახურის ჯგუფი გამოიძახეს.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ადგილზე გადაჭარბებული ხმაური არ დაფიქსირდა.
ცნობისთვის, კანონმდებლობა პირველ ჯერზე ხმაურისთვის პირის მხოლოდ გაფრთხილებას ითვალისწინებს, მისი განმეორების შემთხვევაში კი ფიზიკური პირი 150 ლარით, ხოლო იურიდიული პირი 500 ლარით დაჯარიმდება.
ხმაური დასჯადია. გადაჭარბებული ხმაურისთვის ფიზიკურ და იურიდიულ პირებს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები დააჯარიმებენ.