უკრაინაში რუს ოკუპანტებთან ბრძოლას კიდევ ერთი რუსთაველი მებრძოლი ზაზა ბიწაძე ემსხვერპლა.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ რუსთაველი მებრძოლი ლუგანსკის ოლქში ქალაქ რუბენნოისთან გარდაიცვალა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბიწაძე 2014 წლიდან აქტიურად იბრძოდა უკრაინაში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ. მას სამი შვილი დარჩა.
16 აპრილს ამავე ოპერაციის დროს გარდაიცვალა კიდევ ორი ქართველი სამხედრო არკადი კასრაძე და ალიკა ცაავა.
როდის მოხდება გარდაცვლილთა სამშობლოში გადმოსვენება ჯერ-ჯერობით უცნობია.
ცნობისთვის, ზაზა ბიწაძე უკვე მეორე რუსთაველია, რომელიც უკრაინაში დაიღუპა.
9 აპრილს რუს ოკუპანტებთან ბრძოლაში გმირულად გარდაიცვალა დავით მენაბდიშვილი, რომელიც 16 აპრილს რუსთავის სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.