უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას ასევე უკრაინაში მყოფი ვანო ნადირაძე ავრცელებს.
"ქართველი პარტიზანებიდან კიდევ ორი დაგვეღუპა",- წერს ნადირაძე ფეისბუქის გვერდზე.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ რუს ოკუპანტებთან ბრძოლას ემსხვერპლა არკადი კასრაძეც. ამ დროისთვის უკრაინაში აგრესორებთან ბრძოლად 9 ქართველი შეეწირა.