რუსთავის ბაღებში უკრაინელ ბავშვებს გამარტივებული წესით მიიღებენ

2022-04-14 17:22:18

რუსთავის მერის გადაწყვეტილებით, რუსთავში მყოფი უკრაინელი ბავვები ქალაქი ბაგა-ბაღებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან.

ლაცაბიძის განცადებით, ბაგა-ბაღების გაერთიანების ფილიალებში ბავშვთა ჩარიცხვის წესში, ცვლილების შესატანად მერიამ საკრებულოს უკვე მიმართა. მიივე თქმით, სურვილი უკვე გამოთქვა 12 უკრაინელი ბავშვის ოჯახმა.

"ჩვენი ინიციატივით, ძალიან მალე უკრაინელი ბავშვები შეძლებენ მიიღონ იგივე სერვისი, რაც გვაქვს საბავშვო ბაღებში რუსთაველი პატარებისთვის. გავაკეთეთ ცვლილება, დავაინიცირეთ საკრებულოში და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევა ძალაში", - განაცხადა ლაცაბიძემ.

ცვლილების თანახმად, უკრაინის მოქალაქე 2-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვები, რომლებიც საქართველოში შემოვიდნენ მიმდინარე წლის 1 იანვრამდე  რუსთავის საბავშვო ბაგა-ბაღებში დროებითი ცხოვრების უფლების, ბინადრობის ნებართვის ან ბინადრობის უფლების მაძიებლის სტატუსის არსებობის შემთხვევაში, ხოლო პირველი იანვრის შემდეგ შემოსული ბავშვები მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი საბუთის საფუძველზე ჩაირიცხებინ.

ამ დრომდე არსებული წესით, რუსთავის ბაღებში ირიცხებიან მხოლოდ რუსთავში რეგისტრირებული და  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ბავშვები.