რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2022-04-13 19:31:28

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს.

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 14 აპრილს 13:30-დან 14:30 საათამდე ელექტროენერგია შეეზღუდებათ აბონენტებს რუსთავში: ლეონიძის, აღმაშენებლის, მოდებაძის, მესხიშვილის, ერისთავის ქუჩებზე, მე-7, მე-8, მე-11, მე-12, მე-13, მე-16, მე-17, მე-18, მე-19, 21-ე მიკრორაიონებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.