ძლიერმა ქარმა რუსთავში, მაიაკოვსკის, ჭყონდიდელის დასახლებასა და კიდევ რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა.
ქარმა ათწლოვანი ხე წააქცია ძველი და ახალი რუსთავის დამაკავშირებელ ცენტრალურ ხიდზეც. შეგახსენებთ, ქარმა სახურავი ახადა ქალაქის მუნიციპალურ შენობასაც.
შემთხვევის ადგილებზე გასული იყო ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე. ქარის მიერ მიყენებული დაზიანების შესახებ ინფორმაცია შეგიძლით ქალაქის ცხელ ხაზზე - 1300-ზე დააფიქსიროთ.