გაჩიანში ხანძარი იყო.
როგორც საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" თვითმხილველმა განუცხადა, ცეცხლი ერთ-ერთ საწყობში ცარიელ ტომრებს გაუჩნდა.
მისივე თქმით, შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო სამსახურის 3 ეკიპაჟი და სამართალდამცავები.
რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.