რუსთავში "კოლეჯ მოდუსში" ათასწლეულის ფონდმა პროფესიული განათლების 2022 წლის ეროვნული ჯილდოს კონკურსი გამოაცხადა.
"კოლეჯ მოდუსს აქვს პატივი იყოს ისეთი ღონისძიების მასპინძელი, როგორიცაა განათლების ეროვნული ჯილდოს გამოცხადება. ეს ჯილდო არის ყოველწლიური და კოლეჯებისთვის არაჩვეულებრივი საშუალება, რომ მოხდეს პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, წაახალისონ მასწავლებლები, სტუდენტები და რაც შეიძლება მეტი ადამიანი იყოს ჩართული ჩვენი საზოგადოებიდან პროფესიულ განათლებაში",- განაცხადა კოლეჯის დირექტორმა ნინო ქავთარაძემ.
პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდო ათასწლეულის ფონდის ინიციატივით წელს მეხუთედ ტარდება, რომლის მხარდამჭერიც გუდავაძე - პატარკაციშვილის ფონდია.
2022 წლის კონკურსის პარტნიორები არიან საქართველოს პარლამენტი და პროფესიული უნარების სააგენტო.
გამარჯვებულები ხუთ ძირითად საკონკურსო კატეგორიაში გამოვლინდებიან და ასევე, ორი სპეციალური ჯილდო გაიცემ საქართველოს პარლამენტისა და პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ.
- წლის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
- წლის პროფესიული მომზადების/პროფესიული გადამზადების პროგრამა
- წლის პროფესიული განათლების მასწავლებელი
- წლის პროფესიული განათლების სტუდენტი
- წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი
- საქართველოს პარლამენტის სპეციალური ჯილდო
- ინკლუზიური პროფესიული განათლების ხელშეწყობა
- პროფესიული უნარების სააგენტოს სპეციალური ჯილდო
როგორც კოლეჯ "მოდუსის" დირექტორმა ნინო ქავთარაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, მათ აქვთ ამბიცია, რომ ყველა ნომინაციაში წარადგენენ აპლიკაციას.