ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2022-04-11 00:00:28

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ავარია მშენებელთა ქუჩაზე მოხდა, "ფორდი"-ს მარკის ავტომობილი ველოსიპედისტს დაეჯახა. შეჯახების შედეგად ველოსიპედისტი რამდენიმე მეტრში დაეცა. ატომობილის მძღოლის განცხადებით ის საკუთარ გზაზე გადაადგილდებოდა რა დროსაც მოულოდნელად ველოსიპედისტმა ჩაურა. დაშავებული 25 წლამდე მამაკაცია.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჯები.

პაციენტი გონზე იყო, სასწრაფოს ეკიპაჟმა მისი გადაყვანა რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში მოახერხა.

ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ "ინფო რუსთავი" დეტალებს აზუსტებს.