რუსთავში, დავით გარეჯის N30ა-ში კიბეს რეაბილიტაცია ჩაუტარდება და პანდუსი მოეწყობა. ასევე პანდუსები მოეწყობა თოდრიას 1-ელი ჩიხის N3-24თან და მე-19 მიკრორაინში, N9ბ-57თან.
შესაბამისი ელექტრონული ტენდერი რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ უკვე გამოაცხადა.
ამავე ტენდერით გათვალისწინებულია ჩეხოვის N8 კორპუსთან სკვერის მოწყობა.
დოკუმენტაციაში ვკითხულობთ, რომ სამუშაოების შესასრულებლად, პირველადი თანხა, 361 652 ლარია გათვალისწინებული.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას სამუშაოების დასასრულებლად 160 კალენდარული დღე ექნება.