პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავში იმყოფებოდა. ღარიბაშვილი ქალაქში მიმდინარე რამდენიმე ინფრასტრუქტურულ პროექტს გაეცნო. [ვიდეო/video]
მთავრობის მეთაურმა ვიზიტის ფარგლებში, ნიჩბოსნობის მრავალფუნქციური სკოლისა და სპორტის სასახლის მშენებლობის, ასევე მეგობრობის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად, სამუშაოებს გაეცნენ ქალაქის მერი ნინო ლაცაბიძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შატაკიშვილი, რუსთაველი პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.
"პრემიერი აქტიურად დადის რეგიონებში. დღეს რუსთავში დავათვალიერეთ რამდენიმე მისამართზე მიმდინარე პროცესი იმ პროექტების, რომელიც ჩვენს ქალაქში ხორციელდება. ადგილზე გაეცნო, როგორ სრულდება სამუშაოები და სრულდება თუ არა ვადაში", - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ .
ღარიბაშვილმა ქალაქი მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა.