რუსთავში ელ.ენერგიის მიწოდება შეიზღუდება

2022-04-05 01:14:04

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს ქსელში ჩართულ აბონენტებს

ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 5 აპრილს 15:50-დან 17:30 საათამდე აბონენტებს რუსთავში კონსტიტუციის, კოსტავას, რუსთაველის, არაყიშვილის, ბალანჩივაძის, ასლანიკაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.