რუსთავში 12:00 საათის მონაცემებით საკუთარი არჩევანი 12 162-მა მოქალაქემ დააფიქსირა, რაც რუსთაველი ამომრჩევლის 11,44%-ია.
ამის შესახებ "ინფო რუსთავს" საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გაგა აფციაურმა განუცხადა.
რაც შეეხება გარდაბნის 10 თემში მისულ ამომრჩეველთა რაოდენობას, 12 საათისთვის 3576-მა პირმა გააკეთა საკუთარი არჩევანი.
აფციაურის ინფორმაციით, დარღვევებს ადგილი არ ჰქონია და ხმის მიცემის პროცედურა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
ქალაქის მასშტაბით 106 270 ამომრჩეველია რეგისტრირებული.
შეგახსენებთ, დღეს რუსთავში შუალედური საპარლამენტო არჩევნები ტარდება.