600 - მდე დეკორატიული მცენარე რუსთავში

2022-04-01 16:21:01

ძველი და ახალი ხიდის დამაკავშირებელი ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, აღნიშნული ტერიტორიის გამწვანება მიმდინარეობს. ხიდის მიმდებარედ 600 - მდე დეკორატიული მცენარე ირგვება. ამ ეტაპზე, ნიადაგის სტრუქტურის შესანარჩუნებლად, სხვადასხვა მასალით, მიწის ზედაპირის დაფარვა, მულჩირება მიმდინარეეობს.

გამწვანების პროცესს, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის მერი, ნინო ლაცაბიძე გაეცნო.